18 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
კარგად ვიცით, რაც ხდება ბელარუსში და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - პოდოლიაკი ბელარუსიდან მომდინარე საფრთხეებზე

რუსეთის შემდეგ ბელარუსიდან მომდინარე საფრთხე, უკრაინა რამდენიმე სცენარს განიხილავს. ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ ბელარუსის ჯარების უკრაინაში შეჭრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი იყენებს გავრცელებულ ინფორმაციებს ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, უკრაინაში პანიკის დასათესად.

"რაც შეეხება ბელარუსს და ყველა ამ სპეკულაციას, რომ თავდასხმა დაიწყება ხვალ და ზეგ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ბელარუსში და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. თავდაცვის თვალსაზრისით ჩვენ ბელარუსის საზღვართან ყველაფერი მზად გვაქვს. მეჩვენება, რომ რუსეთის ფედერაციას ეს სჭირდება იმისთვის, რომ უკრაინაში პანიკა გაიზარდოს,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

დღის ამბები