აქციის "შინ ევროპისკენ"მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს. ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახური აწესრიგებს.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.