25 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
"ადამიანების ნაწილი თუ უკმაყოფილოა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს აუცილებლად" - გიგა მაქარაშვილი

რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან - დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებთა ნაწილი შუაღამისას ინგოროყვას ქუჩაზე ავიდა, სადაც მთელი ღამე დარჩა. სწორედ აქ აპირებენ მჯდომარე აქციის გამართვას დემონსტრანტები დილიდან.

აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი საკუთარი პროტესტის გამოსახატად ღამით რუსთაველის გამზირიდან "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის მიმართულებით დაიძრა. შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათ გრძელვადიანი გეგმა არ აქვთ.

"გეგმა წარვადგინეთ, გვქონდა გეგმა რომ გამოვსულიყავით კანცელარიასთან, ერთი ნაწილი კი ჩასულიყო "ქართულ ოცნებასთან," ეს გეგმა შესრულებულია. თავიდანვე იყო კომუნიკაცია ასეთი, რომ ვისაც შეეძლო დარჩენა, დარჩებოდა, ვინც არა, დაესწრებოდა აქციას. ადამიანების ნაწილი თუ უკმაყოფილოა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს აუცილებლად. როგორც საჭიროა, ისე მოხდება ამ ყველაფრის გაანალიზება. თუ ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო გეგმის გაცნობა, ამაზეც ვილაპარაკებთ," - განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის თქმით კი, "აქციაზე არ დაანონსებულა რაიმე ტიპის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა."

დღის ამბები