19 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
"აქციის მიზანია - შენ წადი ხელისუფლებიდან და მე ამ მიტინგით მოვალ" - მმართველი გუნდი აქტივისტების მოთხოვნებს ანტიევროპულ ნაბიჯად მიიჩნევს

მმართველი გუნდი აქციას და აქტივისტების მოთხოვნებს ანტიევროპულ ნაბიჯად მიიჩნევს. მათი განმარტებით, ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით სურს ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს.

მმართველი გუნდის შეფასებით, აქციების მიზანი არა ევროპასთან დაახლოება, არამედ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის ხელის შეშლაა.

"აქცია გადაიქცა პარტიული შინაარსის აქციად, რომლის მიზანია - "მოდი შენ წადი ხელისუფლებიდან და მე ამ მიტინგით მოვალ ხელისუფლებაში". ევროპასთან დაახლოებაზე კი არ არის რეალური მუშაობა და აქციის ორგანიზატორების რეალური მიზნები, არამედ, ის რომ მაქსიმალურად მოხდეს ქვეყანაში ისეთი პროცესების განვითარება, რაც ქვეყნის სტაბილურობას, ეკონომიკის ზრდას შეუშლის ხელს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები