12 აგვისტო 2022,   09:58
ვრცლად
დღეიდან ერთი წლის განმავლობაში ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება

დღეიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება. მთავრობა გადაწყვეტილებას ომის გამო მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებით ხსნის.

გადაწყვეტილებას მოჰყვა განმარტებებიც. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე და მცირე წარმოების გამო ექსპორტი არ აქვს, გლობალურად შექმნილი ვითარება მაინც აჩენს რისკს, რომ ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს,  მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში საკვებ რესურსს, მისი რეალიზება მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ შიდა ბაზარი წარმოებულ პროდუქციას სრულად აითვისებს.

დღის ამბები