19 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
უკრაინაში იმიტომ დაიღუპნენ, რომ მთავრობამ ესროლა ამ ადამიანებს - რას გულისხმობდნენ აქციის ორგანიზატორები სერბეთისა და უკრაინის მაგალითებში

რას გულისხმობდნენ აქციის ორგანიზატორები სერბეთისა და უკრაინის მაგალითებში და რაზე გადის ორგანიზატორების რეალური გეგმა - "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, სერბეთი და უკრაინა არაძალადობრივი პროტესტების მაგალითებია. უკრაინაში კი დემონსტრანტები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ მთავრობამ ესროლა და არა პირიქით.

"ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობით აღვუდგეთ ავტორიტარიზმს. თუ გადატრიალებას, ან ქვეყნის ინტერესის ღალატს ეძებენ, მაშინ ეს უნდა ეძებონ საკუთარ თავში, იმიტომ რომ ჩვენ, მთავარი მოთხოვნაც კი რაც დგას აქციის, არის ეროვნული თანხმობის მთავრობა. სერბეთში იყო არაძალადობრივი პროტესტი, უკრაინაში ადამიანები დაიღუპნენ და იმიტომ დაიღუპნენ, რომ მთავრობამ ესროლა ამ ადამიანებს, ამ ადამიანებს არ უსვრიათ მთავრობისთვის. ქართველი ხალხი მზადაა თავგანწირვისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად, არატურბულენტურად, არ გვაქვს, უბრალოდ, ამის დრო, სხვას რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვადამდელი არჩევნებიც კი არ მოვითხოვეთ, იმიტომ რომ ზედმეტ ტურბულენტობას გამოიწვევდა," - აცხადებს დიღმელაშვილი.

დღის ამბები