25 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
უზბეკეთში, საპროტესტო აქციებზე მომხდარი დაპირისპირებების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 243 კი  დაშავდა

უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი დაპირისპირებების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა და 243 დაშავდა, დაკავებულია 516 პირი. ინფორმაციას უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ადასტურებს.

უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში, ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო რეფორმის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტში ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან სიტყვა სუვერენული უნდა ამოეღოთ. ასევე იგეგმებოდა იმ მუხლის გაუქმება, რომელიც რესპუბლიკას უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას მისცემდა.

უზბეკეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქუჩაში არ გავიდნენ. ადგილზე კომენდანტის საათი მოქმედებს, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აქციების შედეგად, უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზოევის გადაწყვეტილებით, ქვეყნის კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელი დარჩება.

დღის ამბები