15 აგვისტო 2022,   20:36
ვრცლად
რუსეთი უკრაინაში საჰაერო დარტყმებს განაგრძობს - მარიუპოლში ადამიანები მედიკამენტების დეფიციტის გამო იღუპებიან

უკრაინაში ომის 132-ე დღეა და რუსეთი საჰაერო დარტყმებს განაგრძობს.

დღეს დილიდან აფეთქების ხმა ისმოდა დნიპროსა და ხარკოვში, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ღამით უკრაინის თითქმის მთელს ტერიტორიაზე განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა სუმის ოლქზე, დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

რთულია ვითარება მარიუპოლშიც, როგორც ქალაქის მერი აცხადებს, მოსახლეობა მედიკამენტების დეფიციტის გამო იღუპება.

მედიის ინფორმაციით, რუსებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე.

უკრაინელმა სამხედროებმა კი ლუგანსკში, კადიევკაში არსებული რუსული საბრძოლო მასალები გაანადგურეს, გავრცელებული ინფორმაციით, საწყობი ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი იყო ბახმუტის მიმართულებით.

დღის ამბები