25 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
საქსტატმა ახალი სტატისტიკური პროდუქტის, ეკონომიკური ანალიზის პორტალის პრეზენტაცია გამართა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტის - ეკონომიკური ანალიზის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთი ინტერაქტიული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დარგების ეკონომიკურ ანალიზს სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა დამატებითი ღირებულება, ძირითადი კაპიტალის ფორმირება, დასაქმება, შრომის ანაზღაურება და სხვა.

პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, შეაფასონ ცალკეული დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის ცვლილების გავლენა მთლიან ეკონომიკაზე.

დღის ამბები