20 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
"გირჩი", "მოქალაქეები" და გიორგი გახარიას პარტია შალვა პაპუაშვილთან დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან

კოლეგებისგან განსხვავებით, დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე დღეა მიღებული აქვთ "გირჩს", "მოქალაქეებსა" და გიორგი გახარიას პარტიას.

სამივე პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის პირველ ადგილზეა, ყველა მხარის ჩართულობაა აუცილებელი.

"არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა შესრულდეს. ეს ყველაფერი იქნება განხილვის საგანი. ამოცანა არის ის რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს იმდაგვარად, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი ამოცანა ეს არის და მე ამ პარლამენტში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები