24 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
ვინც უარს იტყვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მონაწილეობაზე, ის უარს ამბობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მათ მიერ შეთავაზებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ ერთვება, ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმა პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.

"მაგიდაზე უკვე დევს კონკრეტული გეგმა, რომელიც გაწერილია კონკრეტულ ვადებში და, ასევე, არის კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი. ამ ნაბიჯებისთვის ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს თითოეული პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი და ეს განსაზღვრავს კიდევ მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დონეს. ვინც უარს იტყვის ამ პროცესში მონაწილეობაზე, ის ფაქტობრივად უარს ამბობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე," - განაცხადა რატი იონათაშვილმა.



დღის ამბები