24 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
რა პრობლემები არსებობს შრომით ბაზარზე საჯარო სამსახურებში - საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

"შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია წარადგინა. კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში მომსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი.

სამუშაო დრო და დასვენების დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი, ანაზღაურება და მის გარეშე შვებულება, დეკრეტული შვებულება, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კვლევაშია განხილული. კვლევა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

"გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიც არის საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი, ხოლო საჯარო დაწესებულების მხრიდან პროპორციული დასვენების დღეების და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სიმცირე. ასევე პრობლემურია საჯარო მოსამსახურეების მიერ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ნინო ცუხიშვილი.

დღის ამბები