16 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
კვარაცხელია, როგორც გოლისა და საგოლე პასის ავტორი, მატჩში თავიდანვე გამორჩეული იყო - იტალიური პრესა ხვიჩას პირველ სავარჯიშო მატჩზე წერს

დიმაროში "ნაპოლიმ" შეკრების პირველი დღე დაასრულა, საღამოს ვარჯიშის ბოლოს მთავარმა მწვრთნელმა, გუნდი ორ ნაწილად, ლურჯ და ყვითელ გუნდებად გაყო და პატარა მოედანზე 8x8-ზე ათამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე ვარჯიშზე იტალიელებს თავი გოლითა და საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

ვარჯიშზე ჩატარებული მატჩის პერიპეტიების შესახებ იტალიური გამოცემა "Corriere Dello Sport" წერს.

"ლურჯების" პირველი გოლი პეტანიმ პენალტით გაიტანა. შემდეგ ყველაზე ნანატრი მომენტი – კვარაცხელიას დრიბლინგი და გოლი.

კვარაცხელიამ მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა, მან იტალიელ ფოლორუნშოს გაატანინა. 

კვარაცხელია, როგორც გოლისა და საგოლე პასის ავტორი, მატჩში თავიდანვე გამორჩეული იყო," - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები