12 აგვისტო 2022,   03:40
ვრცლად
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზაფხულის თამაშები 14 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა გუნდებს შორის დასასრულს უახლოვდება

ალექსანდრე ანპილოგოვის სახელობის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზაფხულის თამაშები 14 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა გუნდებს შორის დასასრულს უახლოვდება. ტურნირში სულ 16 კლუბი მონაწილეობს.

გუშინ გაირკვა პირველი ფინალისტის ვინაობა. ნახევარფინალში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი და მეორე გუნდები დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობით 90-74 მეორე გუნდმა გაიმარჯვა. დღეს კიდევ ერთი ნახევარფინალი შედგება, 17 საათსა და 30 წუთზე "ბრუკლინი" "ბათუმთან" ითამაშებს.

დღის ამბები