12 აგვისტო 2022,   09:51
ვრცლად
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები, ევროპირველობის C დივიზიონის ფინალშია

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები, ევროპირველობის C დივიზიონის ფინალშია. საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში, ნახევარფინალში ალბანეთის გუნდი 58:56 დაამარცხა. საუკეთესო ლიკა კვირკვია იყო, რომელსაც 16 ქულა და 23 მოხსნა ჰქონდა. სალომე სვანმა კი გუნდს 23 ქულა მოუტანა.

ფინალი დღეს გაიმართება და მეტოქე მალტას ნაკრები იქნება. მალტელებმა მეორე ნახევარფინალში ანდორას 84:48 მოუგეს. ფინალის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადავა.

დღის ამბები