12 აგვისტო 2022,   09:46
ვრცლად
სერბეთის შემადგენლობიდან გამოყოფა და ცალმხრივი წესით კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენდა - პედრო სანჩესი

ალბანეთში ვიზიტით მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ სერბეთის შემადგენლობიდან გამოყოფა და ცალმხვრივი წესით კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ალბანური მედია ავრცელებს. აქვე აღნიშნულია, რომ ჰააგის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ, კოსოვოს დამოუკიდებლობა ლეგალურად 2010 წლის ივლისში გამოაცხადა, ესპანეთი კი ერთ-ერთია ევროკავშირის იმ ხუთეულში, რომელმაც არ აღიარა კოსოვო, რუმინეთთან, სლოვაკეთთან, კვიპროსთან და საბერძნეთთან ერთად.

დღის ამბები