20 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
გერმანიის კანცლერმა რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში დაადანაშაულა - შოლცის განცხადებით, "გაზპრომი", გარემონტების შემდეგ ტურბინის უკან წაღებას განზრახ აჭიანურებს

გერმანიის კანცლერმა რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც კომპანია "სიმენს ენერჯის" ქარხანაში გარემონტების შემდეგ, კანადიდან დაბრუნებული გაზის ტურბინა დაათვალიერა.

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ "გაზპრომი" ტურბინის უკან წაღებას განზრახ აჭიანურებს. "სიმენს ენერჯის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ტურბინა რუსეთში დაბრუნდეს, საჭიროა მხოლოდ კომპანია "გაზპრომის" შესაბამისი განაცხადი.

ივნისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა 40%-მდე შეამცირა მილსადენ "რდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ტრანსპორტირება და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადა არ აბრუნებდა გარემონტებულ ტურბინას. კანადამ ტურბინა გერმანიას ივლისში გაუგზავნა. პარალელურად, პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი გასულ კვირას ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შრედერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებები სურს.

დღის ამბები