25 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
სასურსათო პროდუქტებზე და ნავთობზე ფასების ზრდა ბევრ ქვეყანაში ინფლაციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის კლებას

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაციის დონე 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რუსეთ-უკრაინის ომმა და პოსტპანდემიურმა პროცესმა მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

სასურსათო პროდუქტებზე და ნავთობზე ფასების ზრდა ინფლაციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. მაგალითად თურქეთში ინფლაციის დონემ 78.6 პროცენტს მიაღწია. მოლდოვა 31, 8%, რუსეთი 11.9%, უკრაინა 18%, ესტონეთი 21.9%. რეკორდულად მაღალია, 9 პროცენტი, ინფლაციის მაჩვენებელი ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველოში ინფლაციის კლების ტენდენციაა.

საქართველოში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14.9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც გაერთიანებულ სამეფოს 8.7 პროცენტული ზრდა აქვს. თურქეთი 7.3 %. ხორვატია 7%. პოლონეთი 8.5%. ნიდერლანდების ეკონომიკური ზრდა წელს 6.7%-ს აღწევს.

ეკონომიკური ზრდა და ვალუტის გამყარება ის მთავარი ფაქტორებია, რაც ეკონომისტების შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებლის კლებას განაპირობებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა მთავარი არსებული ტემპების შენარჩუნებაა.

დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, ბოლო პერიოდის გლობალურ გამომწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია რჩება. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური აქტივობების სწრაფი ტემპით ზრდას ეთმობა. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორები, აღდგენილი ტურიზმი და იმპორტ-ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელია.

დღის ამბები