12 აგვისტო 2022,   09:05
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში "ნაპოლის" შემადგენლობაში - ქართველმა შემტევმა "ჟირონას" გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში "ნაპოლის" შემადგენლობაში. იტალიურმა კლუბმა მეხუთე ამხანაგური მატჩი ესპანური "ჟირონას" წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ნაპოლის უპირატესობით და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო ქართველი შემტევი.

კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა, მან ჟირონას კარის მიმართულებით დანიშნული 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. 21 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის შემადგენლობაში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მომავალ შეხვედრას ნაპოლი 6 აგვისტოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები