15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.

"საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.

Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან - კომპანია Mivtach Shamir-ის პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში დორონ გრუპერი და ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ექსპერტი შლომო გიგი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდნენ," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები