25 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
ჩინეთი ნენსი პელოსის და მისი უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს

ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

„ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაჟინებით მოითხოვა ჩინეთის ტაივანის რეგიონში ვიზიტი. ეს ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, რაც სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში. პელოსის აღმაშფოთებელი პროვოკაციის საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება. 

განცხადებაში სანქციების კონკრეტული დეტალები მითითებული არ არის.

დღის ამბები