25 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს შეხვდა. ნინიო ლომჯარიასთან მათ უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლები სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვეს და ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

შეხვედრას ესწრებიან კულტურის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებიც, რომელებიც დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ კულტურის სფეროში პრობლემები დაგროვდა.

"დღევანდელი შეხვედრა ჩემი მხრიდან, მიზნად ისახავს იმას, რომ მოვუსმინე ყველას ერთად. ფაქტია, გარკვეული არასასიამოვნო, არასასურველი ტენდენცია იკვეთება და საინტერესო იქნება ამ ადამიანების, სხვადასხვა უწყებებიდან გათავისუფლებული ადამიანების ისტორიების მოსმენა", - ამბობს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები