25 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მეორე მთავარი ლიდერი მოკლა - BBC

ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მეორე მთავარი ლიდერი მოკლა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. პარალელურად, საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში დაღუპულთა რიცხვიც იზრდება. ამ დროისთვის სულ 29 პალესტინელია დაღუპული, რომელთა შორის 6 ბავშვი და ისლამური ჯიჰადის რამდენიმე მებრძოლია.

დაშავებულია 215 ადამიანი. ისრაელის მხარე იტყობინება, რომ პარასკევის შემდეგ პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით თითქმის 400 რაკეტა და ნაღმტყორცნი გაისროლეს.

"ოპერაციის მეორე დღეა. ამოცანა მიზნად ისახავს ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური ჯიჰადის" საფრთხის აღმოფხვრას და ისრაელის სამხრეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას. გავაგრძელებთ წინააღმდეგობის გაწევას ტერორისტებისთვის, რომლებიც გეგმავენ რაკეტების გაშვებას ღაზადან ისრაელისკენ. ჩვენ იერიში მივიტანეთ ათობით ტერორისტულ ობიექტზე, რომელსაც "ისლამური ჯიჰადი" იყენებს. მათ ფასის გადახდა მოუწევთ. ჩვენი ოპერატიული მოქმედებები ტერორიზმის დამნაშავეების წინააღმდეგ გაგრძელდება და გაძლიერდება საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე," - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი.

დღის ამბები