24 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ფლორიდაში მდებარე რეზიდენცია საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ გაჩხრიკა

შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფლორიდაში მდებარე რეზიდენცია საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ გაჩხრიკა - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ტრამპი მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას პროკურატურის მხრიდან „არამართლზომიერ“ ქმედებას უწოდებს.

მისი თქმით, „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წელს პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაში“.

"ჩვენი ერისთვის ბნელი დრო მოვიდა, ვინაიდან ჩემი უმშვენიერესი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ-ბიჩზე, ფლორიდას შტატი, ამჟამად ალყაშია, რეიდს ექვემდებარება და ოკუპირებულია საგამოძიებო ფედერალური ბიუროს თანამშრომლების დიდი ჯგუფით," - აცხადებს ტრამპი.

ჩხრეკის მიზეზი ექსპრეზიდენტს არ დაუსახელებია. მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მისი სეიფიც კი გახსნეს.

Нет описания.

აპრილის თვეში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ოფიციალური დოკუმენტების მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გადატანის ფაქტთან დაკავშირებით. ტრამპი რეზიდენციაში 2021 წლის იანვრიდან სისტემატიურად ცხოვრობს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვლის თვეში, აშშ-ის არქივებისა და დოკუმენტაციის ეროვნულმა ხელმძღვანელობამ, კონგრეს განუცხადა, რომ სასახლეში აღმოაჩინა დოკუმენტების დაახლოებით 15 ყუთი, რომელიც თეთრ სახლს ეკუთვნოდა - ზოგიერთი დოკუმენტი საიდუმლო მასალებსაც შეიცავდა.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მაშინ თქვა, რომ ტრამპის ქმედებების გამოძიებას აფართოვებს.

ტრამპმა არქივს დოკუმენტების ნაწილი დაუბრუნა. შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ პროცესს "ჩვეულებრივი და რუტინული" უწოდა.

დღის ამბები