27 სექტემბერი 2022,   05:30
ვრცლად
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს - როგორი იქნება ამინდი უახლოეს დღეებში

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა და ამ ფონზე ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 10 აგვისტოს ტემპერატურა +18 +35 გრადუსი იქნება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე სიჩქარით.

11 აგვისტოს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. იგივე ტემპერატურა იქნება 12 აგვისტოსაც, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში, სადაც 10 აგვისტოს +37 გრადუსამდე დაცხება, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ სიჩქარით. ხანმოკლე წვიმები იქნება 11 და 12 აგვისტოსაც, ტემპერატურა კი +18 +36 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში უახლოეს დღეებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა ღამით +22, დღე კი +35 გრადუსი იქნება.

დღის ამბები