19 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, დავიწყეთ მაინც მოკვლევა-ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები, სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობას ემსახურება.

"მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, დავიწყეთ მაინც მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ რისკები. 

ჩვენ დროს დავხურეთ ისეთი ინფორმაციაც კი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, როგორიცაა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ჩვე ვზრუნავთ და ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს მათ პერსონალურ ინფორმაციას. ჯარი ისეთი სტრუქტურაა, რომ დიდი ხანი არიან ჯარისკაცები და ნელნელა ხდება მათი დაწინაურება.

ჩემი აზრით, ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული,"- აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე. 

დღის ამბები