01 ოქტომბერი 2022,   02:21
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 12-14 აგვისტოს საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში  ხანმოკლე წვიმები და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 12-13 აგვისტოს ტემპერატურა +18 +34 გრადუსი იქნება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.

14 აგვისტოს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 12 აგვისტოს, 13-ში კი წვიმა შედარებით გაძლიერდება.  ტემპერატურა კი +18 +36 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით +23, დღე კი +36 გრადუსი იქნება.

დღის ამბები