25 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს დიდგორობას ულოცავს.

მისი თქმით, დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას.  

"გილოცავთ დიდგორობას - ქართველთა გამარჯვების დღეს!

"ძლევაი საკვირველი" საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას.

გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!" - წერს ღარიბაშვილი.

დღის ამბები