25 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი- ვოლოდიმირ ზელენსკი 

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გვიან ღამით მიტანილ იერიშს აფასებს  ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს ევროპას კი საფრთხის შესამცირებლად რუსეთზე მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, ღია მუქარისთვის და პირობების წამოსაყენებლად. მთელი მსოფლიო უნდა ეცადოს, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გააძევოს.

ეს გლობალურ ინტერესებშია და მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა. მხოლოდ რუსების სრულად გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და უკრაინელების კონტროლის აღდგენა შექმნის გარანტიას ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის. ეს მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისა და სხვა პირებისთვის, ვინც კომენტარს აკეთებს ფრონტზე შექმნილი სიტუაციაზე, მეთაურთა თავდაცვით გეგმაზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე.

ზოგადი წესი მარტივია – ახლა ნამდვილად არ არის პატივმოყვარეობისა და ხმამაღალი საუბრების დრო. რაც ნაკლებ დეტალს გაამხელთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება გეგმების რეალიზაციისთვის,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები