17 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი კომპანია "ტავ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის "ADP Ingénierie (ADPI)" დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, კომპანია "ტავ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძესა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის "ADP Ingénierie (ADPI)" დელეგაციას შეხვდა, რომელიც "ტავ ჯორჯიასთან" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანამშრომლობს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADPI-ის წარმომადგენლები, უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ. აღნიშნული გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.

დღის ამბები