05 ოქტომბერი 2022,   21:57
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთთან შეიძლება მხოლოდ ერთი მიდგომა არსებობდეს - როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეების მიმართაც. აქვე ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც დევნიან, სჭირდებათ დაცვა და ამიტომ მათ ცივილიზებული სამყაროსგან დახმარება უნდა მიიღონ.

"იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთთან შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ერთი მიდგომა - როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეების მიმართ. მადლიერი ვარ ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ქვეყნების, რომლებმაც წამოიწყეს დისკუსია ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ რუსი მკვლელები, სახელმწიფო ტერორის ხელმძღვანელები არ ისარგებლებენ შენგენით. არ შეიძლება ევროპის იდეის დანგრევა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების. არ შეიძლება, ევროპა გადაიქცეს სუპერმარკეტად, რომლისთვისაც სულ ერთია, ვინ შედის, მთავარია ადამიანმა გადაიხადოს ნავაჭრისთვის. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება სამართლიანია,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები