25 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი, საზეიმოდ გაიხსნა

ქალაქ ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი, საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და სახელმწიფო ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ჯიმი მაისურაძის სახელობის დასასვენებელ სკვერს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო, საბავშვო ატრაქციონების სივრცე, შადრევანი. დამონტაჟდა სკამები, გარე განათება, სანაგვე ურნები და ახალი, დეკორატიული ლითონის ღობე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ასევე, სკვერის მიმდებარე, სპორტულ მოედანს; დაიგო მულტიფუნქციური საფარი; დამონტაჟდა, ახალი, კალათბურთის ფარები; მოეწყო ტრიბუნა.

ქალაქის ცენტრში არსებული თანამედროვე, სარეკრეაციო სივრცე ახალი მიზუდულობის ცენტრი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის,  ასევე მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისათვის. პროექტი, საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 723984,22 ლარს შეადგენს. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ახლად რეაბილიტირებულ  სკვერში არსებული, ჯიმი მაისურაძის განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. 

დღის ამბები