19 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, გასაგებია, ვინაიდან ისინი რეჟიმს არ ეთანხმებიან.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ იღებენ, არ უნდა გაართულოს რუსეთის მოქალაქეებისთვის დიქტატურისგან თავის დაღწევა. 

​"გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს, ისინი ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიქცნენ. ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის მათთვის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დღის ამბები