24 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში მომხდარ აფეთქებას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დამწუხრებული ვარ, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი",- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

დღის ამბები