20 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
რატომ არ იკლებს საწვავის ფასი მაშინ, როდესაც ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება ფიქსირდება - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო- მიზანია შეისწავლონ, რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან ნავთობიმპორტიორები და არღვევენ თუ არა კონკურენციის კანონმდებლობას მსხვილი კომპანიები.

"შვიდი თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც", - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი. მონიტორინგის შემდეგ მოკვლევის ეტაპი დაიწყო.

დღის ამბები