25 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
ესტონეთი რუსეთის 25 000 მოქალაქეს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრები ჩაუკეტა

ესტონეთმა რუსეთის 25 000 მოქალაქეს, რომელსაც შენგენის ვიზები აქვთ, ქვეყანაში შესვლა დღეიდან აუკრძალა.

შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გართობის მიზნით მოგზაურობებზე. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც მუდმივი მაცხოვრებელია ან ტურისტული ვიზებით მიდიან ნათესავებთან, მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.

ტალინში გადაწყვეტილებას, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთი ამ საკითხს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთანაც დააყენებს. რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს მსგავსი შეზღუდვა უკვე დაწესებული აქვს. რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას გეგმავს დანიაც.

დღის ამბები