20 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ქალაქების ჰიპერმარკეტებში პრომოაქცია ტარდება

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ქალაქების ჰიპერმარკეტებში პრომოაქცია ტარდება. მიზანი ქვეყნის მთავარი ქალაქების სავაჭრო ქსელებში უკრაინული საქონლის შესყიდვისკენ მოწოდებაა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას დისტრიბუტორებს რთულ ლოჯისტიკურ პირობებში ქართულ ბაზარზე ხარისხიანი უკრაინული პროდუქციის მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინელები ქართველი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას გრძნობენ და ქვეყანა მადლიერია ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

დღის ამბები