24 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
MoneyTO ფულადი გზავნილების სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გადარიცხოთ თანხა საქართველოში უსაფრთხოდ

MoneyTo იწყებს ფულად გადარიცხვებს საქართველოში ლარში აღებით

ლონდონში დაფუძნებულმა ფულადი გადარიცხვების ოპერატორმა MoneyTo გააფართოვა მომსახურების სპექტრი კლიენტებისთვის, რომლებიც გზავნიან ფულს საქართველოში. თუ ადრე ფულადი გადარიცხვების მიმღები პირები იღებდნენ მხოლოდ დოლარს ან ევროს, ახლა კი მათ ლარშიც შეეძლებათ ფულის აღება.

გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ფულის გასაგზავნად მხოლოდ უნდა ეწვიოთ https://www.moneyto.co.uk საიტს ან შეხვიდეთ MoneyTo-ს მობილურ აპლიკაციაში ნებისმიერ დროს.

ფულადი გადარიცხვები შეიძლება განხორციელდეს Visa-დან და MasterCard-იდან. გამგზავნი გადარიცხავს ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს, ხოლო მიმღები იღებს ლარს, რაც იძლევა ორმაგი კონვერტაციის თავიდან აცილების საშუალებას. რადგანაც საქართველოში MoneyTo-ს მეშვეობით ფულადი გადარიცხვების საკომისიო 0%-ია, ეს შეთავაზება ბაზარზე კლიენტებისთვის ყველაზე მომგებიანი ხდება.
საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეიძლება მიღებულ იქნას 745 ადგილას, მაგალითად: საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, Liberty ბანკი და Credo ბანკი. მიმღებ პირებს ასევე დამოუკიდებლად შეუძლიათ ფულადი გადარიცხვის მიღება ბარათზე ან ანგარიშზე თავისი ბანკის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

„საქართველო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია. კლიენტების საჭიროებების ზედმიწევნითი შესწავლით, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში უამრავ ადამიანს სურს ფულადი გადარიცხვების ეროვნულ ვალუტაში აღება. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მათი სურვილის შესრულება და დაზოგვაში ხელის შეწყობა, 0%-იანი კომისიისა და ორმაგი კონვერტაციის არარსებობის წყალობით“, ამბობს გალინა სელიჩკა, MoneyTo-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ფულადი გადარიცხვები საზღვარგარეთიდან საქართველოს მშპ-ს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მსოფლიო ბანკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი მერყეობდა 16%-დან 19%-მდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წლის მაისში ქვეყანამ მიიღო 505.7 მილიონი აშშ დოლარი, რაც 169.4%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი. გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების მომსახურების ინტერესი ასევე იზრდება. ამ მიმართულებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 2022 წლის მაისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, 48.63%-ით გაიზარდა.

„არა მხოლოდ რეგულარულად ვუგზავნი ფულს საქართველოში მცხოვრებ მშობლებს, არამედ ასევე ვცდილობ, მათთვის უფრო მოსახერხებელი გავხადო ამ ფულის მიღება. შესანიშნავია, რომ მათ შეუძლიათ, მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლისას, უბრალოდ გზად ბანკში შეიარონ და დაუყოვნებლივ მიიღონ თანხა ლარში, და არ ინერვიულონ გაცვლით კურსზე“, ამბობს გიორგი კამლაძე, მაღაზიის კონსულტანტი პლიმუთიდან.
„ჩემი მეუღლე მუშაობს გაერთიანებულ სამეფოში და მე საქართველოში ვცხოვრობ სამ შვილთან ერთად. ადრე დოლარში ვიღებდი ფულად გადარიცხვებს და ფულს ვკარგავდი ორმაგი კონვერტაციის გამო. ახლა კი, როცა ლარში ვიღებ, ვხედავ, რომ MoneyTo-ს საშუალებით თანხა უფრო მეტია“, ამბობს ნუცა გაფრინდაშვილი ბათუმიდან.

MoneyTo-ს მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ AppStore-დან და GooglePlay-დან.

დღის ამბები