09 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებები გარდაუვალია - ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის როსენ ჰრისტოვსის განცხადებით, რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებები გარდაუვალია.

ინფორმაციას გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ბულგარეთმა გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რუსულ სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებები უნდა გამართოს, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული თუ როდის უნდა მოხდეს საუბარი, თუმცა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს აუცილებელია, რათა ბულგარეთმა იაფი გაზი მიიღოს.

"გაზპრომთან" ვითარება არ არის ნათელი. ჩვენ ახლა უნდა მივმართოთ მათ. მოლაპარაკებები იქნება ძალიან რთული," - განაცხადა როსენ ჰრისტოვსმა.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, "გაზპრომმა" ბულგარეთს გაზის მიწოდება აპრილში შეუწყვიტა, მიზეზი, საფასურის რუბლით გადახდაზე ბულგარეთის მთავრობის უარი იყო.

დღის ამბები