27 ივლისი 2024,   04:38
ვრცლად
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.7%-ით გაიზარდა, წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.3%-ით განისაზღვრა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში 10.6%, აპრილში - 2.6%, მაისში - 11.6%, ივნისში კი - 7.2%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.

დღის ამბები