19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა - ზრდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს.

2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა

დღის ამბები