01 ოქტომბერი 2022,   02:44
ვრცლად
გაქცევა ქვეყნიდან, ციხე ან ომში წასვლა - არჩევანი, რომელიც პუტინმა საკუთარი ქვეყნის მამაკაცებს დაუტოვა

გაქცევა ქვეყნიდან, ციხე ან ომში წასვლა - სამი არჩევანი, რომელიც პუტინმა საკუთარ ქვეყნის მამაკაცებს დაუტოვა.

რუსეთის აეროპორტები გადატენილია, მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ათასობით რუსი მიაწყდა. ის, ვინც ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებს, ფიქრობს როგორ მოიტეხოს ხელ ფეხი ან ცდილობს ფრონტიდან თავი ქრთამით დაიხსნას.

რუსეთში სრული პანიკაა. ნაწილობრივი მობილიზაციაც კი, შეიძლება შეეხოს მილიონ ადამიანს, რომლის უმეტესობაც ახლა დეზირტირობის გზებს ეძებს. 3 ათას დოლარიანი ავიაბილეთიც კი რუსეთში უკვე დეფიციტშია.

თუ ასე გაგრძელდა 25 -დან 65 წლამდე მამაკაცებს შესაძლოა მალე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოთ. სასოწარკვეთაში ჩავარდნილ რუსებს უკრაინა ომში გაგზავნის შემთხვევაში ტყვედ ჩაბარებას თავაზობს.

რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა დღემდე ამაოდ ფიქრობდა, რომ პუტინის ომი მათ არ შეეხებოდათ.

"არ მინდა პუტინისთვის სიკვდილი" - ახლა ეს სიტყვები უკვე რუსეთის ყველა ქალაქში ისმის, თუმცა ქუჩაში გამოსულებს ომონი სასტიკად უსწორდება.

1 400-ზე მეტი დაკავებული 38 ქალაქში - ასეთია მობილიზაციის პირველი დღეს რუსეთის ფედერაციაში.

დღის ამბები