25 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
"მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასაოცარ ფორმაშია" - საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას მასპინძლობს

ერთი ნაბიჯი ევრო 2024-ის "პლეი ოფამდე" - ამ წუთებში დინამო არენაზე შესვენებაა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას მასპინძლობს. ანგარიშია 1:0, ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მაკედონიელი ფეხბურთელის ავტოგოლით დაწინაურდა.  

ჯგუფიდან "პლეი ოფში" მხოლოდ ერთი ნაკრები გავა, საქართველო კი ჯგუფის ლიდერია. ამ ლიდერობის შესანარჩუნებლად საქართველოს ფრეც აწყობს. მეტოქეს კი მინიმუმ სამი ქულა და მინიმუმ სამი ბურთით მოგება სჭირდება.

მატჩის დაწყების წინ, მაკედონიის მწვრთნელი იმუქრებოდა, რომ თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა, რასაც საკუთარი ქვეყნის მედიამაც შეუსრულებელი მისია უწოდა.

"მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასაოცარ ფორმაშია და შანსი აქვთ აღმოჩნდნენ ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში" - წერენ სპორტული გამოცემები. ვნახოთ როგორ დასრულდება მატჩი, რომლის 52 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. საქართველოს ნაკრებს 9 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

დღის ამბები