25 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
რუსთავში კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დინამიკაში გაუმჯობესებულია.

დღის ამბები