19 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
გახდება თუ არა მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი- იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. იტალიელები ორპალატიანი პარლამენტისთვის 200 სენატორსა და 400 დეპუტატს აირჩევენ.

როგორც მედია წერს, გამოკითხვების თანახმად, ქვეყანას სავარაუდოდ მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს. პარტიას "იტალიის ძმები" ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს.

ხმათა უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მელონი შესაძლოა იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს და პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი ჰყავდეს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება.

დღის ამბები