19 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმაზე Bloomberg ახალი პროექტი დაიწყო. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს, მომზადდება სამი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება. 

პროექტის ფარგლებში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი თბილისში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მუშაობს.

ერთკვირიანი გადაღებები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს, მღვიმეებს და კანიონინგს, კულტურას მოიცავს. გადამღები ჯგუფის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი შეხვდა. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

"ჩვენ ორ კლიპს ვიღებთ Bloomberg მედიისთვის. ჩვენი აუდიტორია ძირითადად ბიზნესის, ფინანსებისა და აღმასრულებელი სფეროს წარმომადგენლებს მოიცავს, აგრეთვე ახალგაზრდულ აუდიტორიასაც. ჩვენ მათთვის რეკლამას ვამზადებთ საქართველოს შესახებ - ეს არის ქვეყანა სადაც უნდა ჩახვიდე. კამპანიის თემაა - საქართველო დაფარული მარგალიტი. ყველამ ვიცით ფრანგული ალპების, შვეიცარიაში თხილამურებით სრიალის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გვინახავს საქართველო და სწორედ ეს უნდა ვაჩვენოთ Bloomberg-ის მაყურებელს. Bloomberg-ი საქართველოშია და იკვლევს ამ მშვენიერ ქვეყანას," - განაცხადა Bloomberg-ის კრეატიული დირექტორმა ქალამ იანგსონმა.

დღის ამბები