16 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
რუსეთში, სკოლის შენობაში სროლაა - არიან დაჭრილები

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლაა. რუსული საინფორმაციო არხების ინფორმაციით, არიან დაჭრილები. 

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი - სკოლის მოსწავლეებს. დაჭრილების რაოდენობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობა 1 გარდაცვლილის შესახებ. 

თავდამსხმელი შავ სამოსშია ჩაცმული. მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებში დამალვას ცდილობენ. 

როგორც საინფორმაციო ტელეგრამ-არხები წერენ, სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის. 

ნახეთ, ასევე : ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემალებიან იჟევსკში თავდამსხმელს მოსწავლეები და მასწავლებელი

დღის ამბები