18 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
41 დაღუპული და ასობით დაშავებული - ირანში, პოლიციის მიერ მოკლული 22 წლის მაჰსა ამინის მხარდამჭერ გამოსვლებზე მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება

41 დაღუპული და ასობით დაშავებული - ირანში პოლიციის მიერ მოკლული 22 წლის მაჰსა ამინის მხარდამჭერ გამოსვლებზე, მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით დიდია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მუდმივად შეტაკებები ხდება. ქალები დაღუპული ამინის სოლიდარობის ნიშნად ქუჩებში ჰიჯაბებს ისევ წვავენ და თმებს იჭრიან. პროტესტის ტალღა გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში. ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ქაოსის წარმოქმნას არ შეეგუება. მთავრობა პროტესტის მიღმა გარე ძალებს ხედავს, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა კი მოსახლეობას კვლავ შეზღუდული აქვს.

უკვე კვირაზე მეტია ირანის ქუჩები საბრძოლო ველს ჰგავს. დემონსტრატების ყოველი პროტესტი სამართალდამცავებთან შეტაკებით სრულდება.

ბოლო მონაცემებით, პროტესტს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ასობით დემონსტრანტი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მსხვერპლის რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

"სიკვდილი დიქტატორს" , "თავისუფლება ირანს" - ეს სიტყვები პროტესტის მთავარი სლოგანია. 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ, პროტესტის ტალღა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა. ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სიკვდილი გააპროტესტეს თბილისშიც.

ირანის მთავრობა უცხო ქვეყნებს აკრიტიკებს და მათ ელჩებს საგარეო უწყებაში ახსნა განმარტებისთვის იბარებს.

მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო სასიკვდილოდ სცემა, ქალი რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა. ამინის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები