რუსეთში, "რია ნოვოსტი-ს" ჟურნალისტს, შვებულების მიზნით ქვეყანა არ დაატოვებინეს - ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, სპორტული რედაქციის თანამშრომელს, ილია ვასილიევს, პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტში გადასცეს დოკუმენტი, რომლის თანახმად, სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვასილიევი შვებულებით სტამბოლში მიემგზავრებოდა.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან მეორე დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და მთავარ მედიასაშუალებებში არიან დასაქმებულნი, მობილიზაცია არ შეეხებოდა. რუსული მედიის თანახმად, "რია ნოვოსტი" სწორედ მთავარი მედიასაშუალებების "სიაში" შედიოდა.