23 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა შორის კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოში, რუსეთმა აფხაზეთი "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარა.

დღის ამბები